საქართველოს ელჩისა და სლოვაკეთის ტურიზმისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის შეხვედრა
28 აპრილს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქვაჩაკიძე სლოვაკეთის რესპუბლიკის ტურიზმისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შტეფან ენგელს შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები და სპორტის მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების გზები.
