სლოვაკეთის ეკონომიკის სამინისტროს კონფერენცია დიპლომატიური მისიების წარმომადგენელთათვის
5 თებერვალს, სლოვაკეთის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროში, სამინისტროსა და სლოვაკეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის განვითარების სააგენტოს (SARIO) ორგანიზებით, გაიმართა კონფერენცია: “აღმოაჩინე სლოვაკეთი: ეკონომიკური და საინვესტიციო ხედვები“, რომელსაც სლოვაკეთში აკრედიტებული, 60-ზე მეტი დიპლომატიური მისიის წარმომადგენელთან ერთად, დაესწრო საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ეკატერინე დუგლაძე.
ღონისძიება გახსნეს სლოვაკეთის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ვლადიმირ შიმონიაკმა და პარტნიორი ორგანიზაცია SARIO-ს აღმასრულებელმა დირექტორმა რობერტ შიმონჩიჩმა. გამომსვლელებმა ისაუბრეს ინოვაციებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობაზე და წარადგინეს სლოვაკეთი, როგორც მიმზიდველი საინვესტიციო ადგილი და საიმედო ბიზნეს პარტნიორი.