Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ბანსკა ბისტრიცაში სლოვაკეთის ეროვნული აჯანყების საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობა

28-29 აგვისტოს, სლოვაკეთის ქალაქ ბანსკა ბისტრიცაში, სადაც 80 წლის წინ საფუძველი ჩაეყარა სლოვაკეთის უდიდეს სამხედრო აჯანყებას, სლოვაკეთის ეროვნული აჯანყების საიუბილეო წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გაიმართა.

სლოვაკეთის სახელისუფლებო, ასევე სლოვაკეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებსა და უშუალოდ აჯანყების მონაწილეებთან ერთად, საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ეკატერინე დუგლაძემ პატივი მიაგო გმირთა ხსოვნას, რომლებიც წინააღმდეგობას უწევდნენ ნაცისტური რეჟიმის ჩაგვრას და გვირგვინით შეამკო ეროვნული აჯანყების მსხვერპლთა მემორიალი.