Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს ელჩის შეხვედრა სლოვაკეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან

6 აგვისტოს, საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქვაჩაკიძემ სლოვაკეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან პეტერ მიჰოკთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრისას განხილული იქნა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები, ერთობლივი ღონისძიებების გამართვის პერსპექტივები და სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაში არსებული პოტენციალის სრულად ათვისების პრიორიტეტულობა. საუბარი აგრეთვე შეეხო საქართველოსა და სლოვაკეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ურთიერთთანამშრომლობის თემებს. მხარეები მომავალში მჭიდრო და აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ