ახლადდანიშნული ელჩის შეხვედრა სლოვაკეთში წმიდა საყდრის დესპანთან
19 მაისს, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლადდანიშნული ელჩი კონსტანტინე ქვაჩაკიძე სლოვაკეთში წმიდა საყდრის დესპანს, მონსინიორ ნიკოლა ჯირასოლის შეხვდა.
ვატიკანის ელჩმა, რომელიც სლოვაკეთში დიპლომატიური კორპუსის დუაიენია, საქართველოს ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.