სლოვაკეთის ეროვნული აჯანყების 80-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ოფიციალური ცერემონია ბრატისლავაში
27 აგვისტოს, საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ეკატერინე დუგლაძემ მონაწილეობა მიიღო სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქში გამართულ, სლოვაკეთის ეროვნული აჯანყების 80-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ცერემონიაში.
საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოს საელჩოს სახელით, გვირგვინით შეამკო ეროვნული აჯანყების მსხვერპლთა მემორიალი.