Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს ელჩის შეხვედრა სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან

22 ოქტომბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე კვაჩაკიძემ შეხვედრა გამართა სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან რასტისლავ ხოვანეცთან.

შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობები და გამოთქვეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაძლიერების მტკიცე სურვილი.

ორივე მხარის მიერ დადებითად შეფასდა თბილისში, „საქართველოს მთავრობასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების“ ხელმოწერა და ხაზი გაესვა, აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე, ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის დაფუძნების მნიშვნელობას.