საქართველოს საელჩოს მონაწილეობა "ენების ევროპული დღისადმი" მიძღვნილ ღონისძიებებში ბრატისლავაში
11-12 სექტემბერს, საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო "ენების ევროპული დღისადმი" მიძღვნილ ღონისძიებებში, რომელიც სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით გაიმართა.
ქართული ენის კუთხესთან, ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართული ენის დამწერლობის თავისებურებებს, ასევე ქვეყნის ისტორიასთან, კულტურასა და ტრადიციებთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
სლოვაკეთის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ინტერესით გაეცნენ საქართველოს სტენდს და საკუთარი სახელის ქართულ ენაზე დაწერაც შესანიშნავად გამოუვიდათ.
მოსწავლეებს დაურიგდათ საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ მომზადებული ბროშურები.
