შეხვედრა სლოვაკეთის ექსიმბანკის პრეზიდენტთან
25 მაისს, საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქვაჩაკიძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა სლოვაკეთის ექსიმბანკის პრეზიდენტთან რასტისლავ პოდჰორეცთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სლოვაკეთის მხრიდან საქართველოში უკვე განხორციელებულ წარმატებულ პროექტებს და სამომავლო გეგმებს.
ექსიმბანკის პრეზიდენტმა დაადასტურა მზაობა სლოვაკური და ქართული კომპანიების საქმიანი ურთიერთობის ფინანსური და საგარანტიო-სადაზღვევო პროექტების დაფინანსების პრიორიტეტულად განხილვასთან მიმართებით.
