შეხვედრა „ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის“ წარმომადგენელთან
საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ეკატერინე დუგლაძე ბრატისლავაში „ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის“ სათავო ოფისს ეწვია და შეხვედრა გამართა ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან მაია ვავრჟიკთან.
„ვიშეგრადის ფონდი“ თითქმის საუკუნის მეოთხედის განმავლობაში, ხელს უწყობს რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის იდეების გაცვლა-გაზიარებას.
ფონდი წარმატებით ახორციელებს საქართველოში პროექტების მხარდაჭერას გრანტების სახით და როგორც შეხვედრაზე ფონდის წარმომადგენლის მიერ აღინიშნა, კვლავაც მზად არის, უფრო აქტიურად ითანამშრომლოს საქართველოსთან, მათ შორის ქართველი სტუდენტების/მკვლევრების სტიპენდიებისა და საგანმანათლებლო დაფინანსების კუთხით.
ინფორმაცია გრანტების თაობაზე: https://www.visegradfund.org/apply/visegrad-grants/
ინფორმაცია სტიპენდიების და ფინანსური მხარდაჭერის თაობაზე: https://www.visegradfund.org/apply/scholarships-fellowships/