საქართველოს ელჩისა და სლოვაკეთის კულტურის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის შეხვედრა
საქართველოს ელჩმა კონსტანტინე კვაჩაკიძემ შეხვედრა გამართა სლოვაკეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან მარიო მარუშკასთან.
მხარეებმა ისაუბრეს კულტურის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე, ხელოვნების დარგში პროექტების მხარდაჭერასა და შესაბამისი პროფილის დაწესებულებებს შორის თანამშრომლობაზე, ორ ქვეყანას შორის კულტურული კავშირების შემდგომი გაღრმავების მიზნით.
მხარეებმა გამოხატეს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების და ერთობლივი პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მზაობა.
