Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

შეხვედრა სლოვაკეთის კულტურის პირველ სახელმწიფო მდივანთან

17 თებერვალს, საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ეკატერინე დუგლაძემ სლოვაკეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროში, პირველ სახელმწიფო მდივანთან მარიო მარუშკასთან გამართა შეხვედრა.

 

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში კავშირების გაძლიერების შესაძლებლობები და კულტურის სხვადასხვა დარგში თანამშრომლობის გზები.

მხარეები მომავალში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.