ბრატისლავაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა
2024 წლის 29 მაისს, სლოვაკეთში საქართველოს საელჩომ, ბრატისლავას ისტორიული ციხესიმაგრის Hrad-ის შიდა ეზოში მდებარე Hradna-ს წვეულებათა დარბაზში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გამართა.
მიღებას ესწრებოდნენ სლოვაკეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, სლოვაკეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სლოვაკეთის კულტურის სფეროს წარმომადგენლები და სლოვაკეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები.