Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის და საკვები პროდუქტების საიუბილეო გამოფენა „AGROKOMPLEX 2025“

3-7 სექტემბერს, ქალაქ ნიტრაში, სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის და საკვები პროდუქტების მთავარი ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა „AGROKOMPLEX 2025“ 50-ედ გაიმართა.

5 სექტემბერს, გამოფენის ფარგლებში, სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სამინისტროს ორგანიზებით "დიპლომატის დღე" გაიმართა, სადაც სლოვაკეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე ქვაჩაკიძემ. ღონისძიების ოფიციალურად გახსნისას დიპლომატებს სიტყვით მიმართეს სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების მინისტრმა რიჩარდ ტაკაჩმა და ნიტრას აგროკომპლექსის ეროვნული საგამოფენო ცენტრის დირექტორმა იოზეფ პავლემ. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, დიპლომატებმა დაათვალიერეს საგამოფენო პავილიონები და გაეცნენ სოფლის მეურნეობის პროდუქციის და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ინოვაციურ მიღწევებს.