Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

ბრატისლავაში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება

2023 წლის 14 ივნისს, სლოვაკეთში საქართველოს საელჩომ, ბრატისლავას ღირშესანიშნავი ისტორიული ციხესიმაგრის „Hrad“-ის შიდა ეზოში მდებარე „Hradna“-ს წვეულებათა დარბაზში გამართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი და საქართველოს და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება.   

მიღება გაიხსნა საქართველოს და სლოვაკეთის ეროვნული ჰიმნებით, რომლის შემდეგ მოწვეული სტუმრების წინაშე მისასალმებელი სიტყვით წარსდგა სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რევაზ ბეშიძე.

მიღებაზე დამონტაჟებულ ეკრანზე გამოსახული იყო საქართველოს და სლოვაკეთის სახელმწიფო დროშები და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის და საქართველოს და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის ლოგოები. მიღებას ფონად გასდევდა ქართული მრავალხმიანი კომპოზიციები.

აღსანიშნავია, რომ საელჩო, მოწვეულ სტუმრებს, ევროპულ კერძებთან ერთად, გაუმასპინძლდა ქართული ტრადიციული კერძები და ქართული ღვინით.

მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: სლოვაკეთის ეროვნულის საბჭოს (პარლამენტი) ვიცე-სპიკერები - გაბორ გრენდელი და იურაი ბლანარი, ეროვნული საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიან კერი, სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს ეკონომიკის და განვითარების თანამშრომლობის დირექტორატის გენერალური დირექტორი ლუცია კიშში, ამავე სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორი ინგრიდ ჰორვეი, სლოვაკეთში საქართველოს საპატიო კონსული ნოდარ გიორგაძე, ასევე სლოვაკეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, სლოვაკეში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო  ორგანიზაციების ხელმძღვანელებ და საელჩოების წარმომადგენლებ, სლოვაკეთის კულტურის, ხელოვნების, მას მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებ და  სლოვაკეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებ.