შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან საქართველოსა და სლოვაკეთს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით
საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქვაჩაკიძე და ბრატისლავას აეროპორტის დირექტორი დუშან ნოვოტა საქართველოსა და სლოვაკეთს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით, ბრატისლავას მ.რ. შტეფანიკის სახელობის აეროპორტში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ელჩმა სლოვაკ ჟურნალისტებს საქართველოს შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და დასმულ კითხვებს უპასუხა. კონსტანტინე ქვაჩაკიძემ ხაზი გაუსვა პირდაპირი ავიამიმოსვლის მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის ბიზნესკავშირებისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების, ასევე მგზავრთა ნაკადების გაზრდისა და ახალი ტურისტული მიმართულებების განვითარების კუთხით.
ქუთაისსა და ბრატისლავას შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2026 წლის 12 იანვარს დაიწყო. ფრენები საქართველოში ბაზირებული ავიახომალდებით სრულდება.
