ევროკავშირის თავმჯდომარეობის ფარგლებში, სლოვაკეთის რესპუბლიკაში უნგრეთის საელჩოს ღონისძიება
12 დეკემბერს, ევროკავშირის თავმჯდომარეობის ფარგლებში, ბრატისლავაში უნგრეთის საელჩომ ‘ევროკავშირის სიმპოზიუმს’ უმასპინძლა, სახელწოდებით „ევროკავშირის გაფართოება: შესაძლებლობები და გამოწვევები“.
ღონისძიება უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა პეტერ სტარაიმ გახსნა, რომელმაც ისაუბრა უნგრეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის მთავარ პრიორიტეტებსა და მიღწევებზე.
სიმპოზიუმში საქართველოდან მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის გენერალური დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა არჩილ ყარაულაშვილმა, რომელიც სიტყვით გამოვიდა პირველ პანელზე “ევროკავშირის გაფართოება და უსაფრთხოების არქიტექტურა”.
გენერალურმა დირექტორმა გამოსვლისას ისაუბრა საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებსა და ევროკავშირის გაფართოების როლზე რეგიონში, ასევე საქართველოსთვის საბოლოო ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე. მან აგრეთვე ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევისა და წარმატებული რეფორმების შედეგად მიღწეული პროგრესის სათანადოდ წარმოჩენის აუცილებლობას, სპეკულაციებისა და გაუგებრობების აღმოფხვრის მიზნით.