Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ქვევრის ღვინის პროფესიონალური ღონისძიება ბრატისლავაში

3 თებერვალს, ბრატისლავაში, საქართველოს საელჩოსა და სლოვაკური კომპანია BWD-ს პარტნიორობით, პროფესიონალური საღამო გაიმართა რესტორნის მფლობელების, ჰორეკას ინდუსტრიის წარმომადგენლების, ღვინის ბლოგერებისა და ინფლუენსერებისათვის. 

ღვინის დეგუსტაციასთან ერთად სლოვაკმა სპეციალისტებმა საქართველოდან მოწვეული საუკეთესო სომელიე (2020-2021წწ) ჯაბა ძიმისტარიშვილისგან მოისმინეს ქვევრის ღვინის ისტორიის, დამზადებისა და მისი უნიკალურობის თაობაზე.

ქართველმა სომელიე მომდევნო სამი დღის (4-6 თებერვალი) განმავლობაში დეგუსტაცია/მასტერკლასები ჩაატარა "ბატონი ჯგუფის" რესტორნებში ქ. ბრატისლავასა და ქ. ვენაში.