Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

რევაზ ბეშიძე

რევაზ ბეშიძე დაიბადა 1959 წლის 5 ნოემბერს. სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა 2020 წლის ივლისში.

მას დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის დიდი გამოცდილება გააჩნია. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პორტუგალიაში, იაპონიაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ნატოში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს 1996 წლიდან. ამ ხნის განმავლობაში, სხვადასხვა დროს ეკავა სამხედრო პოლიტიკური დეპარტამენტის, უსაფრთხოების პოლიტიკის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის და საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციები.

2006 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

განათლება

სოხუმის შოთა რუსთაველის სახელობის N1 საშუალო სკოლა (1966-1976)

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი (1976-1982)

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა სპეც. გეოგრაფია (1986-1990)

ნატო-ს თავდაცვის კოლეჯის (NDC) უმაღლესი კურსი (რომი, 1998-1999)

აშშ-ს ჯორჯ მარშალის სახ. უსაფრთხოების საკითხების შემსწავლელი ევროპული ცენტრი. უმაღლესი კურსი (გარმიშ-პატერნკინხენი, 2000)

ნატოს სტიპენდიანტი (ბრიუსელი, 2000-2002)

დიდი ბრიტანეთის სამეფო თავდაცვის კოლეჯის (RCDS) საერთაშორისო ურთიერთობების სრული კურსი (ლონდონი, 2005).

სამეცნიერო ხარისხი გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

პუბლიკაციები 20 სამეცნიერო ნაშრომი.

შრომითი საქმიანობა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვაკეთის რესპუბლიკაში (2020-დღემდე).

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პორტუგალიის რესპუბლიკაში (2016-2020)

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი (2013 – 2015)

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში (2009-2013)

საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ნატოში. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მისიის ხელმძღვანელი (2006-2009)

ნატოსთან თანამშრომლობის სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის აღმასრულებელი მდივანი (2000-2006)

უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი (2004-2006)

სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი (2000-2004)

სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე (1998- 2000)

სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის სამხედრო თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი (1997-1998)

სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის სამხედრო თანამშრომლობის სამმართველოს უფროსის მოადგილე (1997)

სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის მესამე მდივანი (1997)

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ნატოს სამმართველოს მესამე მდივანი (1996)

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი. დოცენტი, გეოგრაფიის კათედრის გამგე (1989-1996)

აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორანტი; მასწავლებელი (1983-1989)

სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის "ატოლის" სოხუმის ფილიალის ინჟინერი (1982-1983)

დიპლომატიური რანგი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (2006 წ-დან).

გამოცდილება საგარეო ურთიერთობებში

სამხედრო საკითხებში საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებებზე სახელმწიფო დელეგაციის წევრი, ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი (1999-2004)

საქართველოს სახელმწიფო და სამთავრობო დელეგაციების წევრი: გაეროს, ეუთო-ს, ნატო-ს, ევროპის საბჭოს, დსთ-ს, სუამ-ის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში გამართულ შეხვედრებსა და მოლაპარაკებებზე (1997-2015)

საქართველოს დელეგაციის წევრი უსაფრთხოების დიალოგში: აშშ-თან, დიდ ბრიტანეთთან, გერმანიასთან, უკრაინასთან (1998-2003)

სასაზღვრო საკითხებში საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებებზე სამთავრობო დელეგაციის წევრი (1998-1999)

საქართველოს სამთავრობო დელეგაციების წევრი ნატო-ს სამიტებზე: პრაღა (2002), სტამბოლი (2004), რიგა (2006), ბუქარესტი (2008)

ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) თანა-კოორდინატორი (2008-2009)

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილე (2013-2015)

სემინარებსა და კონფერენციებში მონაწილეობა საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში (1995-2020).

ენები

ქართული (მშობლიური)
ინგლისური და რუსული (თავისუფლად)
ფრანგული, პორტუგალიური და იაპონური (შეზღუდულად).

ოჯახური მდგომარეობა

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.