Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის სამუშაო ვიზიტი სლოვაკეთის რესპუბლიკაში

7-9 სექტემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში, სადაც მონაწილეობა მიიღო OECD-ის PISA-ს მიერ 2025 წელს ჩატარებული სასკოლო ასაკის ბავშვების უნარების კვლევის შედეგების პრეზენტაციაში. ღონისძიებაზე მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და PISA-ს უახლესი კვლევაში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.

 

ამასთან, ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა ორმხრივი შეხვედრა გამართა სლოვაკეთის განათლების, კვლევისა და ახალგაზრდობის მინისტრ თომაშ დრუკერთან, რომლის დროსაც ხელი მოეწერა საქართველოს და სლოვაკეთის განათლების სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

 

მინისტრმა ასევე ორმხრივი შეხვედრები გამართა PISA-ს ღონისძიებაში მონაწილე ქვეყნების - ხორვატიის, უკრაინის, თურქეთისა და ყირგიზეთის განათლების მინისტრებთან.