Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

„კარპატო-დუკლას ბრძოლის“ გმირთა ხსოვნის 80-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ვიშნი კომარნიკში

6 ოქტომბერს, ქალაქ ვიშნი კომარნიკში (პრეშოვის მხარე), გაიმართა „კარპატო-დუკლას ბრძოლის“ გმირთა ხსოვნის დღის 80-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, რომელსაც სლოვაკეთის ვიცე-პრემიერისა და თავდაცვის მინისტრის რობერტ კალინიაკის მიწვევით, სლოვაკეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან ერთად, დაესწრო საქართველოს საქმეთა დროებითრწმუნებული ეკატერინე დუგლაძე.

საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, საელჩოს სახელით, გვირგვინით შეამკო  ‘ჩეხოსლოვაკიის საარმიო კორპუსის მემორიალი’ დუკლაში.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი პეტერ პელეგრინი, ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულელებელი პეტერ ჟიგა და პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო.